საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე მიესალმება ირაკლი ალასანიას ინიციატივას, თბილისის მერის არჩევნებში ერთიანი კანდიდატის გამოვლენის შესახებ და მიიჩნევს, რომ ეს გამარჯვების ნაბიჯია.
"მივესალმები ირაკლი ალასანიას ინივიატივას და ვფიქრობ, რომ ეს არის გამარჯვების ნაბიჯი", _ განაცხადაგა ჩეჩიჩლაძემ.
მისივე თქმით, კონსულტაციების, მოლაპარაკებებისა და შეხვედრების კარი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ღია იქნება.
შეგახსნებთ, რომ ირაკლი ალასანიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებისთვის ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეთანხმების პროცესში „ალიანსი საქართველოსთვის" გარეშე, თავის პოლიტიკურ პარტიასთან ერთად ჩაერთვება. მისი განმარტებით, საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად გამოიძებნოს პოლიტიკური შეთანხმების სწორი ფორმა, რომელიც ოპოზიციის ერთ კანდიდატს გამოკვეთს.