ლევან გაჩეჩილაძე ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" ლიდერიმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით დაიწყება კონსულტაციები პოლიტიკურ პარტიებთან და გადაწყდება, როგორ გამოვლინდება ერთიანი კანდიდატი _ პრაიმერის თუ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგად.
"ბევრი კომპრომისი და ვაჟკაცობაა საჭირო, რათა თბილისში გამარჯვების მესამე ტალღა დაიწყოს", - აღნიშნა გაჩეჩილაძემ.
გაჩეჩილაძის განცხადებით, კონსულტაციების, მოლაპარაკებებისა და შეხვედრების კარი ყველა ოპოზიციური პარტიისთვის ღია იქნება.