გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პატრიცია ფლორი დიპლომატიურ მუშაობას დაასრულებს.
დოპლიმატი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ მიიღო და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
ამასთან, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობებიც განიხილეს და ისაუბრეს მათი განვითარების სამომავლო პერსპექტივებზე.
გერმანიის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა მისი გულთბილი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და გამოხატა სურვილი, რომ მომავალშიც ხშირად ესტუმროს საქართველოს.