საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის საჭირო საბუთები შუამავალს - შვეიცარიის საელჩოს გადასცა. ვაშაძის წარმომადგენელმა საქართველოში შვეიცარიის საელჩოში დოკუმენტაცია დღეს მიიტანა.
მოქალაქეობაზე უარის თქმისთვის საჭირო ყველა საბუთის შეგროვებასა და ბიუროკრატიული ნორმების შესრულებას 4 თვე დასჭირდა.
დააკმაყოფილებს თუ არა რუსეთი გრიგოლ ვაშაძის მოთხოვნას, ჯერჯერობით უცნობია