საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა მიიღო მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარჩელო ჩელესტინი.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. საუბარი შეეხო აგრეთვე მალტის სამხედრო სუვერენული ორდენის საელჩოს მიერ დაგეგმილ ჰუმანიტარულ ინიციატივებს, რომელთა მიზანია საქართველოში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების, სოციალურად ნაკლებად დაცული მოქალაქეების დახმარება.