დაიშლება თუ არა "ალიანსი საქართველოსთვის" დაახლოებით ერთ საათში გახდება ცნობილი. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ალიანსის წარმომადგენელმა, "რესპუბლიკელმა" ლევან ბერძენიშვილმა განუცხადა, ირაკლი ალასანიას ულტიმატუმთან დაკავშირებით რესპუბლიკური პარტია და "ახალი მემარჯვენეები" ერთობლივ გადაწყვეტილებას სპეციალურ ბრიფინგზე გაახმოვანებენ.
"ამ საკითხზე ორივე პარტიამ უკვე იმსჯელა და გადაწყვეტილება მიღებულია. მას საზოგადოება დღეს საღამოს გაიგებს", - განუცხადა ბერძენიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ალასანიამ ალიანსელ კოლეგებს ულტიმატუმი წაუყენა. როგორც ალასანიამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, თუკი მისი მეგობრები ალიანსიდან თბილისის მერობის პოსტზე მის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ, "ალიანსში შემავალ თითოელ პარტიას თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობა უნდა მიეცეს".