. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი მოსკოვი-სოხუმის საავიაციო მიმოსვლის აღდგენის შესახებ განცხადებებზე სასწრაფო რეაგირებას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება ცისკარიშვილმა დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გაკეთა.
როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება წაყრუება მოსკოვსა და სოხუმს შორის საავიაციო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანომ უნდა დაამყაროს ურთიერთობა საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაცია "იკაოსთან~ და ამ ფაქტთან დაკავშირებით საერთაშორისო რეაგირება მოითხოვოს.
"რუსეთი, მართალია, საერთაშორისო აზრს არაფრად აგდებს, მაგრამ კერძო კომპანიისთვის მნიშვნელოვანი იქნება "იკაოს~ შეფასებები და შეხედულებები აღნიშნულ საკითხზე~, _ განაცხადა ცისკარიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, აღნიშნულ საკითხს სვლა არ უნდა მიეცეს საერთაშორისო კანონების გვერდის ავლით. სწორედ ამიტომ ბაქრაძემ აღნიშნულ საკითხში გარკვევა საგარეო ურთიერთობათა და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტებს სთხოვა.