საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პორტუგალიაში კუნძულ მადეირაზე მომხდარ ტრაგედიას ეხმიანება.
სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს 2010 წლის 21 თებერვალს, პორტუგალიის კუნძულ მადეირაში მომხდარ წყალდიდობასთან დაკავშირებით, რომელმაც რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს მადეირას მოსახლეობას და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.