ბელგიის ერთ-ერთ სასწავლო დაწესებულებაში, კათოლიკური ეკლესიის არქიეპისკოპოს ლეონარდზე „ფემენის" წევრებმა ნაკურთხი წყლით თავდასხმა მოაწყვეს. შიშველმა გოგონებმა არქიეპისკოპოსი აუდიტორიაში გაწუწეს.
მომხდარის დროს ბელგიის არქიეპისკოპოსს „ფემენის" წევრებისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, იგი სკამზე გაუნძრევლად იჯდა და ლოცულობდა.
ცნობისათვის, „ფემენის" წევრები არქიეპისკოპოს ლეონარდს, ევროპაში ჰომოფობიის მთავარ „მქადაგებლად" მიიჩნევენ, რომელმაც ეს სახელი ჰომოსექსუალიზმთან, ერთსქესიანთა ქორწინებებთან და აბორტებთან მიმართებაში დამოკიდებულებით დაიმსახურა.