აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი საქართველოს შესახებ ამჯერად რუმინეთიდან საუბრობს.
რუმინეთის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას, ჯო ბაიდენმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, უფრო მეტად ჩაერთონ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვაში სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში.
"ცენტრალურმა ევროპამ უკვე აჩვენა მზადყოფნა, გაუმკლავდეს საერთო პრობლემებს და დაძლიოს ისინი. ახლა დროა, ეს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმაც აჩვენონ", - განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, ანტისარაკეტო გეგმების ცვილების მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატები კვლავ უზრუნველყოფს რეგიონის უსაფრთხოებას.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, აღმოსავლეთ ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, პოლონეთსა და ჩეხეთს ეწვია. მისი ვიზიტის მიზანია დაარწმუნოს რეგიონის ქვეყნები, რომ რომ ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ისეთ გარიგებაზე არ წავა, რაც მათ უსაფრთხოებაზე გავლენას მოახდენს.