გურიაში არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე ბიძა დააკავეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ მოხდა და მამაკაცი სამართალდამცავებმა მალევე დააკავეს. ინფორმაციას "ტვ პირველი" ავრცელებს.
შემთხვევა გურიაში გუშინ მოხდა. 14 წლის გოგოზე სექსუალურად მოზარდის სახლში სტუმრად მყოფმა კაცმა იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.