მიიღებს თუ არა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ლევან გაჩეჩილაძე თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას დღეს გახდება ცნობილი. ჟურნალისტების ამ შეკითხვას თავად გაჩეჩილაძე უპასუხებს.
როგორც "დაიცავი საქართველოს" ოფისთან შეკრებილ ჟურნალისტებს სამოქალაქო მოძრაობის ოფისში განუცხადეს, გაჩეჩილაძე პრესკონფერენციის გამართვას 18:00 საათისთვის გეგმავს.
ამ დროისთვის ის "დაიცავი საქართველოს" ოფისში არ მისულა.
აღსანიშნავია, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციამ თბილისის მერობის ერთიან კანდიდატთან დაკავშირებით არჩევანი სწორედ გაჩეჩილაძეზე შეიძლება შეაჩეროს, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მერობის კიდევ ერთი კანდიდატი, "ალიანსი საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ალასანია საკუთარი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს.