ზურაბ ნოღაიდელი ხელისუფლებას მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აქტივისტების დატერორებაში ადანაშაულებს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ~სამართლიანი საქართველოსთვის~ აქტივისტების დაშინება, შანტაჟი და მათზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება თითქმის ყოველდღე ხორციელდება
"16 თებერვალს მოძრაობის აქტივისტს ბადრი დევაძეს ქობულეთის რაიონის ხალას საკრებულოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი განყოფილების წარმომადგენლებმა ზურაბ ნოღაიდელის პარტიის დატოვება მოსთხოვეს და დაემუქრნენ. პროგრამა ~კარდაკარის~ მოძრაობის ხულოს რაიონის კოორდინატორის გურამ დეკანაძის განცხადებით კი, მოსახლეობას ტელეფონით ემუქრებიან, რომ ზურაბ ნოღაიდელის მხარდაჭერის შემთხვევაში, სოციალურ დახმარებას მოუხსნიან", - ნათქვამია მოძრაობის განცხადებაში.
მოძრაობის განცხადებით, ხელისუფელბა განსაკუთრებით პროგრამა ~კარდაკარის~ მონაწილეებს ებრძვის. მოძრაობის პრესამსახურის ინფორმაციით, შუახევის რაიონის სოფელ ახალდაბის გამგებელი ნუგზარ ზოიძე დაემუქრა თავის მოგვარეს, გურამ ზოიძეს და კატეგორიულად მოსთხოვა, სოფელ ჭვანის ტერიტორიაზე პროექტ ~კარდაკარის~ მოქმედება შეეწყვიტა.
ნოღაიდელის პარტიის მტკიცებით, მდგომარეობა ამ მიმართუელბით მძიმეა კახეთის რეგიონშიც.
"ანალოგიური სურათია კახეთის რეგიონშიც.
"ხელისუფლების წარმომადგენლები, დაშინების პარალელურად, მოძრაობას წარმომადგენლების მოსყიდვასაც ცდილობენ. აგალითად, წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელს ბესო ძაძამიას კუდ-ის თანამშრომელმა მოსთხოვა, სამართალდამცავებთან ფარულად ეთანამშრომლა და მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რას აპირებს მოძრაობა ~სამართლიანი საქართველოსთვის~ სამეგრელოში. სანაცვლოდ, არჩევნების დასრულებისთანავე, სამსახურში მოწყობას დაჰპირდა. სოფელ ვარციხის ერთ-ერთ დასახლებაში მივიდნენ გამგეობის თანამშრომლები, რომლებიც იქ მცხოვრებ მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ საარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ, ~ნაციონალური მოძრაობის~ სახელით, კორპუსის სახურავს ტელევიზიების თანდასწრებით შეუკეთებენ. სამაგიეროდ, მათ მოითხოვეს, რომ ხალხს ტელევიზიით გამოეხატა მადლიერება ~ნაციონალური მოძრაობის` მიმართ და არჩევნებზე მისთვის მიეცა ხმა", - ნათქვამია განცხადებაში.
"სამართლიანი საქართველოსთვის" ინფორმაციით მსგავსი ქმედებები გურიაშიც ხორციელდება.
მოძრაობა გმობს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ტერორს და მოითხოვს პარტიული ნიშნით მოქალაქეების დევნის თითოეულ ფაქტზე სამართლებრივ რეაგირებას.