პარაგვაიში პრეზიდენტ ფერნანდო ლუგოს იმპიჩმენტის შემდეგ, დღეს საპრეზიდენტო და საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები, მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობის აღდგენის ძირითადი ეტაპია.
ქვეყნის ექს-პრეზიდენტის ფერნანდო ლუგოს თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, პარაგვაი სამხრეთ ამერიკის ქვეყნების საერთო ბაზრის ხელშეკრულებისა და სამხრეთამერიკული ერების კავშირიდან გარიცხეს.
პრეზიდენტობის ძირითადი კანდიდატები მემარჯვენე-ცენტრისტები ეფრაინ ალეგრე და ორასიო კარტესი არიან.