დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ყველაზე მდიდარი ადამიანი, რუსი ოლიგარქი, ალიშარ უსმანოვია. შესაბამის ინფორმაციას გაზეთი Sunday Times ავრცელებს, რომელმაც უსმანოვის ქონება 13,3 მილიარდ ფუნტ სტერლინგად (20,3 მილიარდ აშშ დოლარად) შეაფასა.
უსმანოვი, რომელიც მეტალოსინვესტისა და სხვა არაერთი კომპანიის მფლობელია და რომელსაც ინგლისის "არსენალის" 30% ეკუთვნის, რეიტინგში იმის გამო მოხვდა, რომ ინგლისის სამხრეთით - სარეის საგრაფოში - ცხოვრობს.
მეორე ადგილზე მყოფი Warner Music-ის მფლობელი ლენ ბლავანტიკი ასევე რუსეთიდანაა წარმოშობით, თუმცა ის ამჟამად აშშ-ში ცხოვრობს. მისი ქონება 11 მილიარდ ფუნტად შეფასდა.
მესამე და მეოთხე ადგილებზე ინდოეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასახლებული ძმები შრი და გოპი ხანდუჯები და ლაკშმი მიტელი იყოფენ. ძმების ქონება 10,6 მილიარდია. ხოლო მიტელის, რომელიც შარშანდელ რეიტინგში პირველ ადგილზე იყო 10 მილიარდი ფუნტი. მეხუთე ადგილზე ასევე რუსი ოლიგარქი, "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩია. იგი რეიტინგში შარშანდელთან შედარებით ორი ადგილით ჩამოქვეითდა. მისი ქონება 9,3 მილიარდი ფუნტია.
მეექვსე ადგილზეა (შარშან 9 ადგილი) ჯონ ფრედრიკსონი ოჯახით - 8,8 მილიარდი ფუნტი.მეშვიდზე ადგილზე დევიდ ღა საიმონ რუბინები (შარშან ასევე მე-9 ადგილი) - ქონება 8,2 მილიარდი ფუნტი. მერვე ადგილზე გავიდა და შესაბამისად შარშანდელთან შედარებით ერთი საფეხურით ჩამოქვეითდა, მსოფლიოში უძრავი ქონების ბაზრის ერთ ერთი ლიდერი ვესტმინსტერის ჰერცოგი - 7,8 მილიარდი ფუნტი. მეცხრე ადგილზე (შარშან მე-6 ადგილი) არიან ფარმაცევტული ბაზრის ლიდერები ერნესტო და კრისტი ბერტარელები - 7,4 მილიარდი ფუტი. მეათე ადგლზე კი შარშანდელთან ერთი ადგილით დაწინაურებული შარლინ და მიშელ კარვალიუები - 7 მილიარდი ფუნტი.
ბრიტანეთის 1000 მდიდარი ადამიანის ქონებამ 450 მილიარდი ფუნტი შეადგინა. ეს იმის მიუხედავად, რომ პირველ ათეულში მხოლოდ ერთი ბირტანული წარმოშობის მილიარდელი - ვესტმინსტერის ჰერცოგი მოხვდა. ბოლო 25 წლის განმავლობაში ბრიტანელებიდან მხოლოდ იგი ხვდება უცვლელად მდიდართა ტოპ ათეულში.
წლევანდელ რეიტინგში სულ 88 მილიარდელი მოხვდა, რაც გამოცემის მიხედვით რეკორდული მაჩვენებელია. შარშან ამ მაჩვენებელმა 77 შეადგინა.
1989 წელს შედგენილ პირველ რეიტინგში სულ 11 მილიარდელი იყო.