იტალიის პრეზიდენტი, ჯორჯო ნაპოლიტანო მეორე ვადით აირჩიეს. მცირე ხნით ადრე, ის არჩევნებში მონაწილეობას იმის გამო დათანხმდა, რომ პარლამენტმა ხუთი მცდელობის მიუხედავად მისი მემკვიდრის არჩევა ვერ შეძლო. ამის შემდეგ, იტალიის ძირითადი პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები პრეზიდენთან თხოვნით მივიდნენ, რომ კვლავ დაეკავებინა თანამდებობა, რათა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი არ შექმნილიყო.
ამას გარდა, იტალიელი მემარცხენეების ლიდერმა, პიერ ლუიჯი ბერსანიმ განაცხაადა, რომ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან მაშინვე წავა, როგორც კი პარლამენტი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ბარსანიმ, რომელიც პრემიერის პოსტზე წარსულში ყველაზე რეალურ კანდიდატად განიხილებოდა, ასეთი განცხადება მას მერე გააკეთა, პარლამენტმა მისი კანდიდატურა პრეზიდენტის პოსტზე ორჯერ უარყო.
აღსანიშნავია, რომ ნაპოლიტანოს მეორედ არჩევა იტალიის ისტორიაში უპრეცედენტოა. ეს პირველი შემთხვევაა ქვეყანაში, როცა პრეზიდენტი მეორე ვადით აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები