22-23 თებერვალს, ქართული მხარე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში შემუშავებულ სახელმწიფო სტრატეგიას გაეროს გააცნობს.
ქართული დელეგაცია ნიუ-იორკში უკვე გაემგზავრა. მას სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილი ხელმძღვანელობს.
"სახელმწიფო სტრატეგია გაეროს წარედგინება. გარდა იმისა, თუ როგორ შეაფასებს დოკუმენტს ეს ორგანიზაცია, განხილულ იქნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის როლი და მონაწილეობა ამ დოკუმენტის განხორციელებაში", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ სახელმწიფო სტრატეგია 27 იანვარს დაამტკიცა. რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ამჯერად სტრატეგიის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს.
ქართულმა მხარემს სტრატეგიის საერთაშორისო საზოგადოებისთვის გაცნობა თებერვლიდან დაიწყო. დოკუმენტი ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციამ მოიწონა, სადაც მისი განხილვა მომხდარა, მათ შორის ეუთომ და ევროკავშირმა.