აშშ სირიის ოპოზიციას დახმარებას უორმაგებს, ამბოხებულები კი სამხედრო დახმარებას და ბაშარ ასადის ჯარების ობიექტების დაბომბვას ითხოვენ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება სირიელ ამბოხებულებს 123 მილიონი დოლარით დაეხმარება. შესაბამისად, აშშ-ის დახმარება ბაშარ ასადის რეჟიმის მოწინააღმდეგეთათვის ორჯერ გაიზრდება. ამის შსახებ ჯონ კერიმ სტამბულში სირიის მეგობართა ჯგუფის შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.
სირიის ოპოზიციურმა კოლაიციამ და რევოლუციურმა ძალებმა სირიის მეგობართა ჯგუფს მოუწოდეს შეტევა მიტანონ იმ ობიექტებზე, სადაც სამთავრობო შეიარაღებული ძალები არიან გამაგრებულნი, რომლებიც პრეზიდენტ ბაშარ ასადს ერთგულებას უცხადებენ.
გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოუწოდებენ მეგობართა ჯგუფს მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რათა ასადმა ვერ შეძლოს ქიმიური იარაღის გამოყენება. ასევე საუბარია ბალესტიკური რაკეტებით დარტყმის მიყენებისა და უპოლოტო მფრინავი საშუალებების გამოყენების საფრთხოს შემცირებაზე.
სირიის ოპოზიცია ასევე მოითხოვს სირიის სამთავრობო თვითმფრინავებისთვის დახურული საფრენო ზონის შექმნას ჩრდილოეთ და სამხრეთ საზღვრებზე.
მასალის გამოყენების პირობები