ბოსტონის ტერაქტშის მოწყობაში ეჭვმიტანილს, ჯოხარ ცარნაევს, ყელის არეში სერიოზული ჭრილობა აქვს მიყენებული. ამის შესახებ ინფორმაციას სი-ენ-ენი ავრცელებს.
ტელეკომპანის ინფორმაციით, შესაძლოა, ცერნაევმა ლაპარაკი ვერც კი შეძლოს.
პოლიციას ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი ეჭვმიტანილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის შესახებ.
"მისი მდგომარეობა სერიოზული, მაგრამ სტაბილურია",- განაცხადა მასაჩუსეტის შტატის გუბერნატორმა დივალ პატრიკმა.
მისივე თქმით, ცერნაევს ამ დრომდე არ შეუძლია ურთიერთობა სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან.
"ვიმედოვნებ, რომ ეჭვმიტანილი გადარჩება, რადგანაც ჩვენ მასთან მილიონი კითხვა გვაქვს, რომელიც პასუხებს მოითხოვს", - განაცხადა გუბერნატორმა.
შეგახსენებთ, რომ დრამატული მრავალსაათიანი ოპერაციის შემდეგ ბოსტონში პოლიციამ 19 წლის ჯოჰარ ცარნაევი დააკავა. ცარნაევი ეჭვმიტანილია ბოსტონის მარათონზე მომხდარ აფეთქებაში. ყირგიზეთში დაბადებული, ეთნიკური ჩეჩენი, ცარნაევი უოტერთაუნში - ბოსტონის შემოგარენში დააკავეს.
აფეთქებებში ეჭვმიტანილია როგორც ჯოხარ ცარნაევი ასევე მისი ძმა ტამერლანი.
პოლიციელებთან დაპირისპირების შემდეგ ტამერლანი დაიღუპა, ხოლო ჯოჰარი მიიმალა.
ბოსტონში მომხდარ აფეთქებას სამი ადამიანი შეეწირა და 170 ზე მეტი დაშავდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აფეთქებების შემდეგ განაცხადა, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს თუ რამ აიძულა ძმები ცარნაევები, რომლებიც აშშ-ში გაიზარდნენ ძალადობის გზას დადგომოდნენ და ჰყავდათ თუ არა მათ თანამზრახველები.
აშშ-ს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა უკვე აღიარა, რომ 2011 წელს მისმა აგენტებმა უკვე დაკითხეს ცარნაევი დაუსახელებელი სახელმწიფოს თხოვნით. "ბი-ბი-სი ვარაუდობს, რომ ეს სახელმწიფო რუსეთი იყო.
ცარნაევები აშშ -ში უკვე 10 წელია ცხოვრობენ.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ეჭვმიტანილის ელექტრონული ფოსტა "გახსნეს", თუმცა იქ ვერაფერი საეჭვო ვერ აღმოაჩინეს, რაც ჯოჰარის ექსტრემისტებთან კავშირს დაადასტურებდა.
ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს აღინიშნა, რომ ბოსტონის აფეთქებების საქმეში აშშ-სა და რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
ჯოჰარ ცარნაევი ამჟამად ფეხისა და ყელის არეში ჭრილობებით საავადმყოფოშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა, მან ბევრი სისხლი დაკარგა.
მასალის გამოყენების პირობები