. საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე პირადი მიწვევა არ მიუღია.
"მიხეილ სააკაშვილს ინაუგურაციაზე დასწრებასთან დაკავშირებით პირადი მიწვევა არ მიუღია. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღესვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში კიევიდან შემოვიდა ნოტა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ იანუკოვიჩის ინაუგურაციაზე იწვევენ საქართველოს მაღალი დონის დელეგაციას", - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, დელეგაციის შემადგენლობას საგარეო უწყება დააკომპლექტებს.
"ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ გაემგზავრება საქართველოს მხრიდან უკრაინის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე. დელეგაციის შემადგენლობა ჯერ არ გადაწყვეტილა", - განმარტა კალანდაძემ.