ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფი დღეს დაკომპლექტდება.
ჯგუფი სულ 9 წევრისგან იქნება წარმოდგენილი, აქედან 5 ოპოზიციის, 4 კი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი იქნება. უკვე ცნობილია, რომ ოპოზიციონერი იქნება ჯგუფის ხელმძღვანელიც. მას სავარაუდოდ, გურამ ჩახვაძე უხელმძღვანელებს.
ინტერფრაქციული ჯგუფის შექმნა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გაუწევს მონიტორინგს გასულ კვირას, პარლამენტის თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის კაბინეტში გამართულ კონსულტაციაზე გადაწყდა.
ჯგუფის შემადგენლობა ოფიციალურად ხვალ დაგეგმილ პლენარულ სხდომაზე დამტკიცდება.
ინტერფრაქციული ჯგუფი მუშაობის დაწყებისთანავე, პირველივე სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარეს ზურაბ ხარატიშვილს დაიბარებს.