ქვეყნის ევროპული კურსის მხარდაჭერად დაგეგმილი აქცია, ხვალ, 19 აპრილს, თბილისში პარლამენტის შენობის წინ 16:00 საათზე დაიწყება.
უკვე ცნობილია იმ პირთა ნუსხა, ვინაობა ვინც 19 აპრილის აქციაზე, რუსთაველის გამზირზე შეკრებილ საზოგადოებას მიმართავს.წინასწარი ინფორმაციით, აქციაზე სიტყვით გამოვლენ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი, დედაქალაქის მერი გიგი უგულავა, პარლამენტარები გიორგი ვაშაძე და სერგო რატიან. წინასწარი ინფორმაციითვე, აქციაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს ძველი თბილისის გამგებელი ნიკოლოზ მელია.