ვენესუელის პრეზიდენტის ნიკოლას მადუროს ინაუგურაციაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩი ზაურ გვაჯავა მიიწვიეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ვენესუელის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 19 აპრილს გაიმართება და მასში სხვადასხვა ქვეყნიდან მიწვეული სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ვენესუელას საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლას მადურომა 51%-ით, ოპოზიციური კანდიდატი ენრიკე კაპრელასი დაამარცხა.
2009 წელს ვენესუელამ რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.
მასალის გამოყენების პირობები