დღეს, 22 თებერვალს, 15:00 საათზე პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ნიდერლანდებსა და ვატიკანში საქართველოს ელჩების საკითხი განიხილება.
ნიდერლანდებში საქართველოს ახალი ელჩი ეყოლება. ამ თანამდებობაზე მაია ფანჯიკიძეს სავარაუდოდ შოთა ღვინერია შეცვლის. ღვინერია ამჟამად საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ საქმეთა დეპარტამენტს ხელმძღვანელობს.
დღესვე, პარლამენტს წარედგინება ვატიკანში საქართველოს ელჩისთვის უფლებამოსილების გაგრძელების საკითხი. ვატიკანში საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ქეთევან ბაგრატიონ-მუხრანელია.