დღეს, 22 თებერვალს, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი გენმოდიფიცირებული პროდუქციის წინააღმდეგ მიმართული დადგენილების პროექტს განიხილავს. პროექტის უმრავლესობის წევრს გიორგი გოგუაძეს ეკუთვნის.
საუბარია გენმოდიფიცირებულ საკვებ პროდუქტზე. გოგუაძე გამოდის ინიციატივით, პროდუქტის შეფუთვაზე იყოს წარმომავლობის შესახებ წარწერა _ ნატურალური ან გენმოდიფიცირებული. მისივე თქმით, კანონი უნდა ითვალისწინებდეს პროდუქციის მარკირების, შემოწმებისა და უსაფრთხოების მკაცრი ზომების რეგულირებას.
ინიციატივის ავტორი საქართველოში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების დაცვის საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას აუცილებლობად მიიჩნევს.
გოგუაძის ამ ინიტიაცივას ქრისტიან-დემოკრატები ეწინააღმდეგებიან და ითხოვენ, რომ საქართველოში გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქტებისა და თესლის შემოტანა საერთოდ აიკრძალოს
"უნდა მოხდეს მთლიანად შეზღუდვა და აკრძალვა საქართველოს ბაზარზე გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანის. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია უნდა აიკრძალოს გენმოდიფიცირებული თესლის შემოტანა. რომელიც მთლიანად გადაშენებით ემუქრება საქართველოში ტრადიციულ ჯიშებს და რომელიც მთლიანად უსპობს პერსპექტივას საქართველოს სოფლის მეურნეობას, რომ აწარმოოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია", _ აცხადებს გიორგი თარგამაძე.