17 აპრილს, 16:00 საათზე ჰიპერმარკეტ "გუდვილში", (მის: გუდვილი-საბურთალო, კაფე "პანორამა ბუფეტი." პ.ქავთარაძის #1) რუსულიდან ქართულად თარგმნილი ალექსანდრ პოტიომკინის რომანის "რუსი პაციენტის" პრეზენტაცია გაიმართება.
რუსულიდან ქართულად თარგმნილი ალექსანდრ პოტიომკინის რომანი "რუსი პაციენტი" გამომცემლობა "ინტელექტმა" გამოსცა. ნაწარმოების თარგმანი გურამ გოგიაშვილსა და ზურაბ ლომიძეს ეკუთვნის, ხოლო რედაქტორია მაყვალა გონაშვილი. ეს ალექსანდრ პოტიომკინის ქართულად გამოცემული პირველი რომანია.
ალექსანდრ პოტიომკინი, გერმანიის მოქალაქე, ერთერთი ყველაზე ცნობილი თანამედროვე რომანისტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი და საერთაშორისო მასშტაბის მსხვილი ბიზნესპროექტების ორგანიზატორია. იგი საქართველოშია დაბადებული, კერძოდ, სოხუმში, სადაც ბავშვობის წლები გაატარა, დედამისი გერმანელი სამხედრო ტყვე იყო. ალექსანდრმა დაამთავრა თბილისისა და ბონის უნივერსიტეტები, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. იგი დღესაც მჭიდროდ არის დაკავშირებული საქართველოსთან.
ცნობილი რუსი კრიტიკოსი ლევ ანინსკი, აღნიშნავს, რომ `როგორც ექსპერტი, რომელმაც ამჟამინდელი რეალობა თავის ფარულ, იდუმალ, მიჩქმალულ კონტურებში უწყის, პოტიომკინი კონკურენციის გარეთ დგას. ამ მწერლის რომანები თანამედროვე სინამდვილის საერთო მდგომარეობის დიაგნოზებია, ასე რომ `რუსი პაციენტი~ ღირსეულად დგება საერთო მწკრივში, სადაც არის `გარეწარი~, `მე~, `ადამიანი უქმდება~, `კაბალა~... პოტიომკინის პროზა გაჯერებულია მკვეთრად ცვალებადი თანამედროვეობის კონკრეტული ნიშნებით, ყველა ეს ნიშანი გამოჩრილია და იჩხვლიტება აზრთა ტრადიციული ინტელექტუალური ბადიდან, რომელი ბადეც დოსტოევსკისა და ნიცშეს მიერაა გადაჭიმული ჩვენი შფოთიანი ფაციფუცის თავზე~.
მარია ფილინა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი წერს, რომ `ალექსანდრ პოტიომკინმა შექმნა რომანიგაფრთხილება. ავტორი ნიჭიერად განაგრძობს რუსი ფილოსოფოსებისა და მწერლების ფიქრს კაცობრიობასა და რუსეთზე, ადამიანის პიროვნების გამოვლინების შესაძლო წახნაგებზე~. მარია ფილინა ხაზს უსვამს, რომ `ალექსანდრ პოტიომკინის რომანი `რუსი პაციენტი~ მძაფრი, ძლიერი და ულმობელი ქმნილებაა. მეხსიერებაში გვეჭრება და გვიპყრობს
მასალის გამოყენების პირობები