ზესტაფონი-სამტრედიის ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები გაიფიცნენ. ისინი ხელფასის გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოთხოვნენ.
მძღოლების განმარტებით, დღიური ანაზღაურება სამი თვის წინ ხუთი ლარით გაუზარდეს, თუმცა მიმდინარე თვეში მაინც შემცირებული ხელფასი აიღეს.
მძღოლების განმარტებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონი-სამტრედიის ავტობანის მშენებლობას აზერბაიჯანული კომპანია ,,აკკორდ ჯორჯია" ახორციელებს.