„ფეისბუქის" ადმინისტრაცია უარს აცხადებს ვიდეოს წაშლაზე, სადაც ცხოველის წამებაა ასახული. ადმინისტრაციის განცხადებით, სოციალურ ქსელში გამოჩენილი ვიდეო, პირიქით, ამ პრობლემისადმი ყურადღების მიქცევას განაპირობებს. ასეთი ფორმულირებით გასცა პასუხი „ფეისბუქმა" იმ აჟიოტაჟს, რომელიც ვიდეორგოლის გავრცელების შემდეგ ატყდა.
ნახევარწუთიან ვიდეორგოლში ასახულია, თუ როგორ იჭერს ხელით ეგვიპტელი მამაკაცი ძაღლს და შემდეგ მას მრავალსართულიანი სახლის სახურავიდან აგდებს. კადრებში მიწაზე დაცემული, ტკივილებისაგან გამწარებული ძაღლის ხმაც ისმის. ვიდეო 11 ათასზე მეტმა მომხმარებელმა ნახა.
„ფეისბუქის" ადმინისტრაციამ, მომხმარებელთა მოთხოვნების მიუხედავად, ვიდეორგოლის წაშლაზე უარი თქვა. მათი განცხადებით, დაფიქსირებული ფაქტი პრობლემაზე ყურადღების მიქცევას დაეხმარება. ამ ტაქტიკას ბევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია იყენებს - აცხადებენ სოციალური ქსელის წარმომადგენლები.
მასალის გამოყენების პირობები