ვენეციის ხელისუფლებამ დღეს პირველად ქალაქის მთავარ არხში კატარღებით მოძრაობა რამდენიმე საათით აკრძალა. კატარღებით გადაადგილების ბლოკირება 5 საათს გაგრძელდა.
ქალაქის მერიის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი, ხმაურისა და არხის ბენზინით დაბინძურების შემცირება იყო. მათივე თქმით, კატარღების მიერ წარმოქმნილი ტალღების სიმაღლე ისტორიულ ძეგლებს აზიანებს.
ამავდროულად ვენეციის მერია ინიციატივით გამოვიდა, რომელიც ბენზინის ძრავაზე მომუშავე კატარღების ელექრონულით შეცვლას გულისხმობს.