აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი, ოფიციალური ტურნეს ფარგლებში იაპონიას ესტუმრა. შეხვედრაზე მხარეებმა ჩრდილოეთ კორეასთან მდგომარეობის გართულება განიხილეს.
იაპონიის ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას ნებისმიერ სარაკეტო იერიშს საპასუხო რეაქციით უპასუხებს.
ამერიკის სახელმწიფო მდივანი იაპონიამდე ჩინეთს სტუმრობდა, სადაც მთავარი თემა ასევე ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობის მოგვარება იყო.
შეხვედრის შემდეგ ამერიკა და ჩინეთი შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის გამოყენებას გადაარწმუნებენ.