9 წლის ბავშვის ოპერაციას სახელმწიფო დააფინანსებს. შესაბამისი დაპირება დათო ცაავასა და მის მშობლებს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს პირადად მისცა.
ქვეყნის პირველი პირის განმარტებით, მისი სარეზერვო ფონდიდან 25 ათასი ლარი გამოიყოფა, რათა 9 წლის ბავშვს მარჯვენა კიდურის შენარჩუნებისთვის ოპერაცია გაუკეთდეს. დათო ცაავა სამკურნალოდ ავსტრიაში გაემგზავრება.
მოზარდი მარტვილიდანაა. მას ფეხზე გადაუდებელი ოპერაცია ესაჭიროება.