ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რეპატრიაციის თემა კვლავ აქტური განხილვის საგანია, უახლოეს ხანში სეპარატისტები 149 სირიელი აფხაზის მიღებას აპირებს. სწორედ ამ თემას მიეძღვნა აფხაზ სეპარატისტთა ლიდერის ალექსანდრე ანქვაბისა და ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის ვიაჩესლავ ჩირიკბას შეხვედრა.
"ახლო აღმოსავლეთის ერთ ერთი ქვეყნის დედაქალაქის აეროპორტში უკვე დაზღვეულია თვითმფრინავი, რომელიც ჩარტერულ რეისს სოჭში შეასრულებს", _ ჩააბარა ანგარიში ანქვაბს ჩირიკბამ.
მისივე ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. მთავრობა "თანამემამულეების" გადმოყვანას ფინანსურად უზრუნველყოფს.
"მოსამსადებელი სამუშაოები უკვე დასრულებულია მხოლოდ მათი აქ ჩამოყვანაღა დარჩა და ეს შესაძლოა მიმდინარე კვირის განმავლობაში მოხდეს", _ აცხადებს ჩირიკბა.
შეხვედრაზე აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა აღნიშნა, რომ აღნიშნა, სულავ არ არის აუცილებელი ე.წ. რეპატრიანტები მაინცდამაინც დედაქალაქში ცხოვრობდდნენ.
"ვიღაცას დედაქაალქი უნდა ვიღაცას სოფელი და მათ უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ სამშობლოშ დაბრუნება სულაც არ ნიშნავს, იმას, რომ ისინი აუცილებმად დედაქალაქში იცხოვრებენ.
ჩვენ ჩვენი შეძლებისდაგვარად ვიქცევით და ყველამ ვინც აქ ჩამოდის უნდა იცოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზურ სახელმწიფოებრიობას მრავალი პრობლემა აქვს რეპატრიაციას მნიშვნელოვან ფაქტორად მივიჩნევთ და ამისათვის ყველაფერს ვაკეთებთ, თუმცა ჩვენთვის მოთხოვნების წაყენება - საჭირო არ არის", _ განაცხადა ანქვაბმა და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ე.წ. რეპარტიაციის პროცესთან დაკავშირებით შექმნილია საინიციტოვო ჯგუფი და თანხა გროვდება "ამ საქმეში ძირითადად ხარჯებს მაინც სახელმწიფო დაფარავს".