23 ადამიანი დაშავდა იაპონის დასაველთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ხეგოს პრეფექტურაში კუნძულ ავაძისთან მომხდარი მიწისძვრის სიმძლავერემ 6,3 მაგნიტუდა შეადგინა.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად არ დაზიანებულია ქვეყანაში მუშა მდგომარეობაში მყოფი ერთადერთი - "ოის" ატომური ელექტროსადგური.
ხეგოს პრეფექტურაში ყველაზე ძლიერი მიწისძვრა 1995 წელს მოხდა, როდესაც 6 ადამიანი დაიღუპა და 200 ათასი ნაგებობა დაზიანდა.