გორის გვირაბში დღეს, ავტომანქანისთვის გაჩენილი ხანძრისგან მიყენებული ზარალის მოცულობა დგინდება.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, საუღელტეხილო მონაკვეთზე, შემთხვევის შემდეგ, დასავლეთის მიმართულებით მოძრაობა მარჯვენა გვირაბში გადაერთო.
განცხადების თანახმად, ამ დროისთვის, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთის მიმართულებით მარცხენა გვირაბის გავლით ხორციელდება, ხოლო აღმოსავლეთის მიმართულებით - ასაქცევი გზით.
შემთხვევის ადგილზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სხვა შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან და ზარალის მასშტაბს ადგენენ.
დღეს გორის გვირაბის მარჯვენა პორტალში დასავლეთის მიმართულებით მოძრავ მისაბმელიან სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სპირტით დატვირთული ავზი გადაჰქონდა ცეცხლი მოედო.
ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო ბრიგადებმა მალევე მოახერხეს, თუმცა, გვირაბის სიღრმეში ღია ცეცხლისა და კვამლის შედეგად, მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული განათებისა და სხვა კომუნიკაციის სისტემები დაზიანდა.