აფხაზეთის ტერიტორიაზე, ქალაქ გუდაუთიდან 22 კილომეტრში 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით, შემთხვევა ღამით, 02.31 საათზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.