თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია კიდევ ორმა ადამიანმა მიიღო.
ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს.
ექიმების განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანისას პაციენტების მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო, თუმცა ამ დროისთვის ის დასტაბილურდა.
ცოლ-ქმრის მოწამვლა სავარაუდოდ, გაზის გამათბობელმა გამოიწვია.