21-22 თებერვალს საქართველოს ეწვევა ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი.
ვიზიტის ფარგლებში რიჩარდ ჰოლბრუკი მოინახულებს ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც გადიან წვრთნებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოების ხელშეწყობის ძალების ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად.
ასევე, დაგეგმილია რიჩარდ ჰოლბრუკის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან.