ე.წ. სამხრეთ ოსეთში ნოემბრის ბოლოს ეკონომიკური ფორუმი გაიმართება. ეს განცხადება ედუარდ კოკოითის მთავრობის ე.წ. ეკონონოკური განვითარების მინისტრმა ალექსანტრე ჟმაილომ გააკეთა. მისი თქმით, აღნიშნული ფორუმის ჩატარება ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამატებით ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.
აღსანიშმავია, რომ თავად ამ ფორუმის ჩატარების იდეა ოს სეპარატისტთა ლიდერს ედუარდ კოკოითს ეკუთვნის, რომელმაც ამ საკითხის ორგანიზება ჟმაილოს დაავალა.
ჟმაილოს ინფორმაციით, ფორუმზე დასაპატიჟებელი პერსონალიების საკითხი ჯერ- ჯერობით გადაწყვეტილი არ არის, თუმცა "მთვარი საკითხი მაინც არის ერთი _ ეს სამხრეთ ოსეთში ინვესტიციების მოზიდვა და ამისათვის შესაბამისი პირობების შექმნაა".
ამავე დროს მისივე თქმით, მოსაწესრიგებელია საკანონმდებლო ბაზა, რომელიც ინვესტიციების დაცვას და საგადასახადო სისტემას ეხება.
"ამიტომაც ერთი თვის განმავლობაში სერიოზული სამუშაოა ჩასატარებელი იმისათვის რათა ამ კითხვების ნაწილზე მაინც პასუხი იქნეს გაცემული",_ აცხადებს ჟმაილო.