ჰოლანდიელი დიპლომატი რაიმონ პატურაი, რომელიც ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა ჯაშუშობაში დაადანაშაულეს. 61 წლის დიპლომატს ბრალი, რუსეთის სასარგებლოდ საიდუმლო პირებისთვის ინფორმაციის მიწოდებაში ედება.
წინასწარი ინფორმაციით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, რაიმონ პატურაის 15 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან. საქმე ეხება გერმანიაში დაკავებულ, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულ წყვილს, რომლებიც თავიანთ თავს ანდრეას და ჰაიდრუნ ანშლაგს უწოდებენ. გერმანელი წყვილი რუსეთის უშიშროებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებისთვის გაასამართლეს, რომლებიც მათ ჰოლანდიელი დიპლომატის მეშვეობით მოიპოვეს.
61 წლის დიპლომატს საქმეს კიდევ ერთი გარემოება უმძიმებს, მას ბრალი კორუფციაში, ფულის გათეთრებასა და იარაღის უკანანო ვაჭრობაში დასდეს.