შს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომელი შალვა იმერლიშვილი გურჯაანის რაიონში, საჯარო სკოლების დირექტორებზე ზეწოლას ახდენს.
როგორც რამდენიმე სკოლის დირექტორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა, შალვა იმერლიშვილმა მათ კონკრეტული მასწავლებლების სკოლიდან გაშვება მოსთხოვა. `იმერლიშვილი უშიშროების თანამშრომლად გაგვეცნო და რამდენიმე მასწავლებლის სკოლიდან გაშვება მოგვთხოვა. გვითხრა, რომ მათი ოჯახის წევრები ოპოზიციის მხარდამჭერები არიან და ამის გამო უნდა დასაჯონ. ზუსტად იგივე საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ლალი გაბიტაშვილმაც მოგვთხოვა~, - განაცხადეს სკოლის დირექტორებმა.
ამ განცხადებებს კატეგორიულად უარყოფს გურჯაანის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლალი გაბიტაშვილი. რაც შეეხება კუდ-ის თანამშრომელს შალვა იმერლიშვილს, ის კომენტარს არ აკეთებს.