დღეს, 20 თებერვალს, 16:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმში (კარგარეთელის 6) გაიმართება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა 17 წლის ჯაბა მურცხვალაძის დასახმარებლად, რომელსაც მეექვსე ოპერაცია ესაჭიროება.
აუქციონისათვის თავიანთი ნივთები და ნამუშევრები შემოწირეს ცნობილა ხელოვანებმა, საზოგადო მოღვაწეებმა და მათმა ოჯახებმა.
ღონისძიება ტარდება დავით დურგლიშვილის საქველმოქმედო ფონდის ("იმედის ხელი") ორგანიზებითა და კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.