უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ ექს-პრემიერს იულია ტიმოშენკოს რადის დეპუტატისა და ბიზნესმენის ევგენი შერბანის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალი წაუყენა. აღნიშნული დანაშაული 1996 წელს მოხდა. იმ შემთხვევაში თუ სასამართლოზე ტიმოშენკოს ბრალი დადასტურდება მას სამუდამო პატმრობა ელის.
ამ დროს უკვე პატიმრობაში მყოფი იულია ტიმოშენკო შერბანის საქმეზე სასამართლოში დაკითხვაზე გამოცხადებაზე უარს აცხადებს. ტიმოშენკომ ხვალისათვის ხარკოვის საავადმყოფოში ჟურნალისტები დაიბარა სადაც შედგება მორიგი აქტი იმის შესახებ, რომ ტიმოშენკოს სასამართლოზე გამოცხადება არ სურს.
"გთხოვთ, დაესწროთ კაჩანოვსკის კოლონიის წარმომადგენლების მიერ მორიგი ყალბი აქტის შედგენას, რომელიც თითქოს ჩემს უარს ეხება სასამართლოში გამოცხადების საკითხზე. თქვენი აქ ყოფნა ცრუინფორმაციის ტალღის შეწყვეტას შეუწყობს ხელს. იმეიდ მაქვს, რომ კოლონიის ხელმძღვანელობა ჩემამდე მოგიშვებთ", _ ნათქვამია ტიმოშენკოს ღია წერილში მედიისადმი. აღსანიშნავია, რომ ადრე შედგენილი აქტები, სადაც დაფიქსირებულია, რომ ის უარს აცხადებს კიევში სასამართლოს წინაშე წადგენაზე ყალბია. ამ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა ორშაბათს უნდა გაიმართოს.