აშშ-ს ხელისუფლება აცხადებს, რომ კორეის ნახევარკუძულზე ომის დაწყების ალბათობა მცირეა. განცხადება აშშ-ს ხელისუფლებამ ამის შესახებ იმის მიუხედავად გააკეთა, რომ ფხენიანიდან სულ უფრო და უფრო ხშირად ისმის მუქარისშემცველი განცხადებები.
თეთრი სახლის პრესმდივნის ჯეი კარნის განცხადებით, აშშ-ს არ გააკვირვებს ის, თუკი ჩრდილო კორეა რაკეტას გაუშვებს, იმიტომ, რომ ასეთი რამ ადრეც მომხდარა.
აშშ-ს შტაბების გაერთაინებული კომიტეტის გენერალი მარტინ დემპსი აცხადებს, რომ ჩრდილო კორეის ახლანდელი ქმედებები ფხენიანის ჩვეული საქციელია. ამასთან ერთად მან ჩრდილო კორეის განცხადებებს ბირვული იარაღის გამოყენების შესახებ გაუაზრებელი უწოდა.
ამასთან ერთად, დემპსიმ აღნიშნა ისიც, რომ ამ საკითხის ირგვლივ დღეს შექმნილი მდგომარეობა ადრე შექმნილი ანალოგიური მდგომარეობებისაგან ცოტა განსხვავებულია, ვინაიდან მისი წინასწარ გათვლა ცოტა ძნელია. ამის მიზეზი კი არის ის, რომ ქვექნის ახლანდელ ლიდერზე კიმ ჩენ ინზე შედაებით ცოტა რამ არის ცნობილი.
ამს მიუხედავად კორეის ნახევარკუნძულზე სიტუაცია კვლავ დაძაბული რჩება. ჩრდილო კოეამ ზღვაში უკვე გაიყვანა ორი სარაკეტო გემი, რომელზეც რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებია დამონტაჟებული. ამას თან ერთად, დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ გააანაცვლა ორი სარაკეტო დანადგარი, იქ სადაც საცდელი სარაკეტო პოლიგონი ტონხეა განთავსებული.
საუბარი მიდის საშუალო სიშორის რაკეტებზე "მუსუდანზე" რომლებსაც ძალუძთ გუამის კუნძულამდე მიღწევა სადაც აშშ-ს საზღვაო ბაზაა განთავსებული. სხვა და სხვა მონაცემებით, რაკეტები გასაშვებად უკვე მზადაა.