საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტთაშორისი მეგობრობის ჯგუფი კავკასიის პარლამენტებისადმი მიმართვის ტექსტს საბოლოოდ მომავალ კვირაში ჩამოაყალიბებს. მანამდე შემუშავებული ტექსტი კი სამუშაო ვარიანტად დარჩება. საბოლოოდ ჩამოყალიბებული ტექსტი მომავალ კვირას გაეგზავნება ჩრდილოეთ კავკასიის პარლამენტებს.
ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი, წერილი პარლამენტის სახელით გაიგზავნება თუ მეგობრობის ჯგუფის. ასევე არ არის გადაწყვეტილი, წერილი უშუალოდ პარლამენტებს გაეგზავნება თუ პარლამენტარებს.
აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში გაიმართება შიდა კონსულტაციები. რაც შეეხება ტექსტის სამუშაო ვარიანტს, მასში აქცენტი კეთდება საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების მეგობრობაზე, ისტორიულ თანაცხოვრებაზე და ა.შ..