დღეს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის დელეგაციებს შორის.
ბრაზილიის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული დეპარტამენტის დირექტორი, ელჩი მარია ფონტენელე რაისი, შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები დეპარტამენტების დირექტორების დონეზე. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივები და დღის წესრიგში არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხების ფართო სპექტრი.
შეხვედრაზე ბრაზილიის მხარემ დაუდასტურა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და გამოხატა მომავალში თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი.