2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გამჭვირვალედ წარმართვის მიზნით და ამომრჩეველთა ერთიანი სიების მონიტორინგის სრულყოფისათვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.
სამუშაო ჯგუფი ცესკოს წევრებისაგან შედგება - ნინო გოგუაძე ,,კონსერვატიული პარტია", დავით გურგენიძე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", გოჩა ჯოჯუა ,,ქრისტიან-დემოკრატიული პარტია" და გიორგი ჯავახიშვილი ,,მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს."
სამუშაო შეხვედრებზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული პრობლემები და წარმოდგენილი შენიშვნები განიხილება, რის შედეგადაც სამუშაო ჯგუფი გაწეული სამუშაოს ყოველკვირეულ ანგარიშს ცესკოს წარუდგენს.