"დაიცავი საქართველოს" ოფისში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს.
კონსულტაციებს "ალიანსი საქართველოსთვის" წარმომადგენელი კოკა გუნცაძე და ტელეკომპანია "მაესტროს" მმართველი ეროსი კიწმარიშვილი ესწრებიან.
არც ერთ მათგანს ჟურნალისტებისთვის სამოქალაქო მოძრაობის ოფისში მისვლის კონკრეტული მიზეზი არ განუმარტავთ.
სავარაუდოდ, შეხვედრაზე თბილისის მერის არჩევნებზე ლევან გაჩეჩილაძის კანდიდატურის დაყენების თემა განიხილება.
"ყველა ყველაფერს თავის დროზე გაიგებს", - მხოლოდ აღნიშნული კომენტარით შემოიფარგლა ჟურნალისტებთან საურისას კოკა გუნცაძე.