თბილისის საქალაქო სასამართლო ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადება საქალაქო სასამართლოს ვებგვერდზეა განთავსებული.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სხდომაზე დამსწრე პირების მიერ სატელევიზიო ეთერით გაკეთდა განცხადებები, იმის თაობაზე რომ თითქოსდა მიზანმიმართულად არ ხდება ცოტნე გამსახურდიას წარმოდეგნა სასამართლოს სხდომაზე და ასევე დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება გაცნობოდა საქმეში არსებულ ნივთიერ მტკიცებულებებს. გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და გახლავთ ცალსახად არასწორი ინფიორმაცია, ვინაიდან 2010 წლის 18 თებერვალს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი იქნა აქტი იმის თაობაზე, რომ ცოტნე გამსახურდია უარს აცხადებს სასამართლო სხდომაზე მონაწილების მიღებაში.
საქართველოს კანონმდებლობით, გათვალისწინებულია სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსასჯელის დაუსწრებლად თუ ის თავს არიდებს სასამართლოში გამოცხადებას.
ცოტნე გამსახურდიას დამცველს, კანონის შესაბამისად მიეცა შესაძლებლობა გაცნობოდა საქმეზე დართულ ნივთიერ მტკიცებულებებს. იგი აღნიშნულ მტკიცებულებებს გაეცნო სრულად, ხოლო განსასსჯელ ცოტნე გამსახურდიას ნივთმტკიცებათა გაცნობის შესაძლებლობა მიეცემა სასამართლო სხდომაზე გამოცხადების შემთხვევაში, ვინაიდან სისხლის სამართლის საქმის განხილვაში მონაწილეობა წარმოადგენს განსასჯელის უფლებას და არა ვალდებულებას.
ასეთი სახის განცხადებები სასამართლოს მიერ განიხილება, როგორც სასამართლოზე ზეწოლის მცდელობას.