23 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი დიმიტრი შაშკინი თავართქილაძის ეკონომიკური ურთიერთობებისა და სამართლის უნივერსიტეტს ეწვევა.
მინისტრი უნივერსიტეტის სტუდენტებს ლექციას წაუკითხავს საქართველოში დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღის მიმდინარეობასა და პენიტენციალურ სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე.