პარლამენტის ჩრდილოეთ კავკასიასთან მეგობრობის ჯგუფი დღეს პირველ სხდომას მართავს. სხდომაზე კი მიიღებს საგანგებო მიმართვას ჩრდილო კავკასიის პარლამენტებისადმი.
მიმართვის ტექსტი უკვე შემუშავებულია.
"ღრმად პატივცემულო კოლეგებო, კავკასიის ისტორიის ამ ურთულეს დროს გლობალიზაციის პერიოდში, როცა ევროაზიურ სივრცეში იკვეთება ნაციონალური განვითარების ახალი რეალიები, ჩვენ კავკასიის ქვეყნების პარლამენტარებს გვიწევს უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე. საქართველოს პარლამენტში შეიქმნა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტთა მეგობრობის ჯგუფი, რომელიც ემსახურება საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებს შორის მეგობრობასა და ურთიერთთანამშრომლობას. საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ ვალდებულნი ვართ შევინარჩუნოთ კავკასის ხალხთა შორის ისტორიული და მეგობრული ურთიერთობა. რაც იქნება გარანტი კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობისა. ჩვენ კავკასიელები წარსულის, აწმყოს და მომავლის სრული პასუხისმგებლობის მქონე, რომლებსაც კავკასიაში ცხოვრების თითქმის 1 800 000-წლიანი ისტორია გვაქვს უნდა ვისწრაფოდ რომ გავამყაროდ ისტორიულ კონტექსტში ძმური ურთიერთობები თანამედროვე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კონფიციონალურ კულტურულ და ჰუმანიტარულ ასპექტში. ვეცადოთ საერთო ძალისხმევით მოვნახოთ მშვოდობიანი და ოპტიმალური გზები მსოფლიო პოლიტიკის ლაბირინთში კავკასიური ცივილიზაციის განვითარების მიზნით, რათა მან დაიმკვიდროს სათანადო საპატიო ადგილი მსოფლიოს თანამეგობრობაში. მოგიწოდებთ კავკასიის ქვეყნების ხალხი, ყველა რჩეულებს, ჩადოთ მთელი თქვენი ძალისხმევა ზემოთხსენებული ისტორიული მიზნის მისაღწევად, რათა მხოლოდ ძმობის ერთობაშია მშვიდობის პერსპექტივა და ჩვენი საერთო სახლიც - კავკასიის აყვავება და განვითარება. მშვიდობა და ბედნიერება თქვენს ოჯახებს, ხალხს, სახელმწიფოს. საქართველოს და ჩრიდლოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტთა შორის მეგობრობის ჯგუფი".
საქართველოს პარლამენტარები აცხადებენ, რომ ეს არის ჩრდილო კავკასიის ხალხებთან საქართველოს მეგობრობის დასაწყისი და იმედოვნებენ რომ ეს მეგობრობა იქნება წარმატებული.